სკუმბრია პომიდვრის სოუსში

რეცეპტის ინგრედიენტები

1   ცალი სკუმბრიის ფილე (350 გრ)

მარილი და პილპილი გემოვნებით

1   ჩ/კ ღვინო

2   ჩ/კ სიმინდის ფქვილი

2   ცალი დიდი პომიდორი

1   ჩ/კ დაკეპილი ნიორი

80   მლ/ლ წყალი

20   გრამი ყავისფერი შაქარი

1   ს/კ კეჩუპი

1   ჩ/კ ვორჩესტერის სოუსი

1   ჩ/კ სოიოს სოუსი

1   ს/კ წყალი

რეცეპტის მომზადების საფეხურები
1. გარეცხეთ სკუმბრია და შეამშრალეთ სამზარეულოს ხელსახოცით. ორივე მხარეს შეაზავეთ მარილითა და პილპილით, მოასხით ღვინო. ოდნავ ამოავლეთ 1 ჩ/კ სიმინდის ფქვილში.
2. ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ ზეთი. თევზი ორივე მხარეს შებრაწვამდე წვით. გადმოიტანეთ თეფშზე და დააფარეთ.
3. ტაფაზე დაასხით ზეთი და თუშეთ ნიორი. შეურიეთ პატარა ნაწილებად დაჭრილი პომიდორი და მოაყარეთ მარილი. დაუმატეთ წყალი და შაქარი. დააფარეთ, ადუღეთ შაქრის გალღობამდე და პომიდვრის დარბილებამდე. დაუმატეთ კეჩუპი და ვორჩესტერის სოუსი. ადუღეთ სოუსის განახევრებამდე. დაუმატეთ სოიოს სოუსი, 1 ჩ/კ სიმინდის ფქვილი, 1 ს/კ წყალი და ადუღეთ. სოუსი თევზს მოასხით. მიირთვით ცხელი.
ბრინჯი კრევეტებით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close ჩემი კალათა
Close სასურველი
Recently Viewed Close
Close

Close
საიტის მენიუ
კატეგორიები

დაატრიალე !

  • დაატრიალე და მოიგე ფასდაკლების კოდი
  • 1 დატრიალება შეკვეთაზე
დაატრიალე
Never
Remind later
No thanks